ოპოზიციის ხელისუფლების შეცვლის სამოქმედო გეგმა
2008 წლის 06 11, ხუთშაბათი – 19:03
გეგმის შესახებ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ბუკლეტშია საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში “2008 წლის 7 ნოემბერს პერმანენტული აქციების ახალი ტალღა დაიწყება, რომლის მიზანიც საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა იქნება. ხელისუფლების შეცვლას წინ უნდა უძღოდეს აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება, სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.
საქართველოს პარლამენტის წინ 2008 წლის 7 ნოემბერს, 14:00 საათზე ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელიც მსვლელობით გადაინაცვლებს ე.წ. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისაკენ თავისუფლების მოედნის, ბარათაშვილისა და ახვლედიანის ქუჩების გავლით. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილს გადასცემენ მოთხოვნას 23 ნოემბრამდე ტელეკომპანია “იმედის” კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შესახებ
2008 წლის 23 ნოემბერს, 12:00 საათზე ტელეკომპანია “იმედის” 24 საათიანი პიკეტირება დაიწყება, აქციაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.
2008 წლის 10-20 დეკემბერს საქართველოს ოპოზიციური დემოკრატიული ძალების ყრილობა გაიმართება, შეიქმნება ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც გაერთიანდებიან პერმანენტულ აქციებში მონაწილე ყველა პარტია, ლიდერი, საზოგადო მოღვაწე და არასამთავრობო ორგანიზაცია. ახალი გაერთიანება უზრუნველყოფს პერმანენტული აქციების გაგრძელებას 2009 წლის ზაფხულამდე და საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
2009 წლის 25 იანვარს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან პარლამენტის შენობისკენ და მოითხოვენ 5 იანვრის საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება, 2009 წლის გაზაფხულზე ხელახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე.
აქციის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მასობრივი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქსა და რაიონში დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის მოთხოვნას, 2009 წლის 9 აპრილს, თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ, ასევე საქართველოს ყველა სხვა ქალაქებში მჯდომარე, სადღეღამისო, უვადო საპროტესტო აქცია დაიწყება და საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდება. აქცია მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის დაუყოვნებლივ და უპირობო გადადგომამდე გაგრძელდება, რის შედეგადაც საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.”
—
ვნახოთ…ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს თარიღების დამთხვევა არის…დანარჩენს ველოდები…დღევანდელი რეალობა უნდა შეიცვლოს ფაქტია და არა ისე, როგორც 23 ნომბერს შეიცვლაა 2003 წელს.

Filed under: პოლიტიკა(?)



ბატონო დავით, შეიძლება მოაზრებულ იქნას რომ თქვენმა ბლოგმა ცალსახად პოლიტიკური კურსის აღების მოხდენა მოახდინა? (c) R2
ქალბატონო თინათინ, მოხდენა მოახდინა არ ვიცი რას ნიშნავს
თუმცა, უფრო ვიტყვოდი რომ არა. ეს უბრალოდ ჩემი მოუცლელობის და უფრო სიზარმაცის ბრალია, რომ ჩემით რაღაცეების დაწერა მეზარება და მირჩევნია დავაკოპირო საინფორმაციო საიტებიდან ინფორმაცია და ჩემი მცირედი კომენტარი თან დავურთო.
და ისე თქვენ თუ გამოჩნდებოდით კარგს იზამიდით
ზარს რომ ვუშვებ ესეიგი ანგარიშზე არ მაქვს