“დიპლომატიას შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა” – ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია: ქართულ დიპლომატიას დიდი სირთულეები ელის
01.10.2008

თბილისი.01.10.08.”ჯი-ეიჩ-ენი”. “ქართულ დიპლომატიას დიდი სირთულეები ელის”, _ ამის შესახებ განცხადება გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ გააკეთა. მისი ვრცელი ინტერვიუ დღეს გაზეთ “24 საათშია” გამოქვეყნებული.

ალასანია მიიჩნევს, რომ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით აუცილებელია მიმდინარე სიტუაციის ანალიზი და ზუსტი შეფასება.

“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში ოქტომბერში ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები, რომლისთვისაც აუცილებელია კომპეტენტურად მომზადება, გაეროსთან, ევროკავშირთან და ეუთოსთან, ასევე სხვა მხარეებთან აქტიური მუშაობის გატარება”, – აღნიშნა ალასანიამ.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ აგვისტოში სიტუაციის მოსაგვარებლად არცერთმა მხარემ დიპლომატიური ბერკეტების პოტენციალი სრულად არ გამოიყენა.

“დიპლომატიას შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა. მაგრამ, რაც შეეხება მომხდარს – ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე ემზადებოდა ამისთვის, რამდენიმე წლის განმავლობაში ქმნიდა სამხედრო ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთ კავკასიასა და კონფლიქტურ ზონებში. საქართველოს წინააღმდეგ ასევე განხორციელდა რიგი პროვოკაციები, რათა ქვეყანა კონფლიქტში ჩაეთრიათ. რთულია იმ გადაწყვეტილებების შეფასება, რომლებიც ივლისში იქნა მიღებული, როდესაც მე ნიუ-იორკში ვიყავი, თუმცა, სავარაუდოდ, არსებობდა კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობა, მეტი დრო და ენერგია, რომ დახარჯულიყო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიაზე”, – აღნიშნა ალასანიამ.

იგი კონფლიქტების მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შესაძლებელად მიიჩნევს, თუმცა, ეს, მისი განცხადებით, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

“ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს გასაერთიანებლად არსებობს – ეს მშვიდობიანი გზაა. ბუნებრივია, ამაზე საჭიროა დრო, რადგან ბოლო მოვლენებმა ეს შესაძლებლობა შეზღუდეს”, – განაცხადა ალასანიამ.

მე არაფერს არ დავამატებ მეტს, უბრალოდ ეს ადამიანი თავისი მოსაზრების გამო ჩემში დიდ პატივისცემას იმსახურებს, იმედია მას მიეცემა შანსი იმ სხვა ადამიანებთან ერთად მოქმედებისა, რომლებიც კონფლიქტის მოგვარების რაციონალურ გზას – მშვიდობიან გზას ემხრობიან და აღადგენენ ოსებს ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობას და დააბრუნებენ დევნილებს საკუთარ სახლებში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.