There is no Islamic text that forbids the sucking of a wife’s breasts. Therefore, it is up to the husband and wife to decide to do it or not.

Read more »

ოპოზიციის ხელისუფლების შეცვლის სამოქმედო გეგმა

ოპოზიციის ხელისუფლების შეცვლის სამოქმედო გეგმა
2008 წლის 06 11, ხუთშაბათი – 19:03
გეგმის შესახებ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ბუკლეტშია საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში “2008 წლის 7 ნოემბერს პერმანენტული აქციების ახალი ტალღა დაიწყება, რომლის მიზანიც საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა იქნება. ხელისუფლების შეცვლას წინ უნდა უძღოდეს აგვისტოს მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიება, სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.
საქართველოს პარლამენტის წინ 2008 წლის 7 ნოემბერს, 14:00 საათზე ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელიც მსვლელობით გადაინაცვლებს ე.წ. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისაკენ თავისუფლების მოედნის, ბარათაშვილისა და ახვლედიანის ქუჩების გავლით. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილს გადასცემენ მოთხოვნას 23 ნოემბრამდე ტელეკომპანია “იმედის” კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების შესახებ
2008 წლის 23 ნოემბერს, 12:00 საათზე ტელეკომპანია “იმედის” 24 საათიანი პიკეტირება დაიწყება, აქციაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ნოემბრამდე საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.
2008 წლის 10-20 დეკემბერს საქართველოს ოპოზიციური დემოკრატიული ძალების ყრილობა გაიმართება, შეიქმნება ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც გაერთიანდებიან პერმანენტულ აქციებში მონაწილე ყველა პარტია, ლიდერი, საზოგადო მოღვაწე და არასამთავრობო ორგანიზაცია. ახალი გაერთიანება უზრუნველყოფს პერმანენტული აქციების გაგრძელებას 2009 წლის ზაფხულამდე და საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
2009 წლის 25 იანვარს, 15:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან პარლამენტის შენობისკენ და მოითხოვენ 5 იანვრის საპრეზიდენტო და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება, 2009 წლის გაზაფხულზე ხელახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე.
აქციის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერების მასობრივი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქსა და რაიონში დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის მოთხოვნას, 2009 წლის 9 აპრილს, თბილისში საქართველოს პარლამენტის წინ, ასევე საქართველოს ყველა სხვა ქალაქებში მჯდომარე, სადღეღამისო, უვადო საპროტესტო აქცია დაიწყება და საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოცხადდება. აქცია მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის დაუყოვნებლივ და უპირობო გადადგომამდე გაგრძელდება, რის შედეგადაც საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.”

ვნახოთ…ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს თარიღების დამთხვევა არის…დანარჩენს ველოდები…დღევანდელი რეალობა უნდა შეიცვლოს ფაქტია და არა ისე, როგორც 23 ნომბერს შეიცვლაა 2003 წელს.

we-can-do-it

7 ნოემბერი

2008 წლის 7 ნოემბერის 12 საათიდან 22.00 საათამდე თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიიდან-თავისუფლების მოედნის-პუშკინის ქუჩის-ბარათაშვილის ხიდის-ახვლედიანის ქუჩის გავლით-საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციამდე დაგეგმილია მანიფესტაცია.

Read more »

Videos about Obama and Vote

ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ 4 ნოემბერს აშშ-ში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. ახლა იმის განხილვას არ მოვყვები, ვისი გამარჯვება აწყობს საქართველოს ყველაზე მეტად, ნუ ჩემი აზრით ეს მაკეინი არ არის, ეს არის ობამა. მხარს ვუჭერ ობამას. თუმცა ახლა ამაზე სალაპარაკოდ არ ვპოსტავ…ისევე როგორც ალბათ ყველა ქვეყანაში (საქართველოშიც კი) ნებისმიერი კანდიდატის და ზოგადად არჩევნების და ხმის მიცემის იდეის აქტუალიზაციის და პრომოუშენისათვის, სხვადსხვა ვიდეოებს და სარეკლამო რგოლებს იღებენ. ქვემოთ გთავაზობთ, ამ თემაზე გაკეთებულ რამოდენიმე ვიდეოს, ნუ მე რაც მოვიძიე და მათ შორის ყველაზე მეტად რომლებიც მომეწონა ძირითადად ისინია აქ…რა თქმა უნდა სუბიექტური პოსტია რადგან ობამაზე ვიდეობი უფრო მეტია..თუმცა ზოგადად V O T E -ის იდეა უფრო მეტში არის მგონი…:

“დიპლომატიას შეეძლო უფრო ეფექტურად ემუშავა” – ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია: ქართულ დიპლომატიას დიდი სირთულეები ელის
01.10.2008
Read more »

უაზრობა

ახლა ვფიქრობ, რომ ძალიან უაზრო პერიოდია ”ჩემს ცხოვრებაში” (ამ სიტყვებზე გამეცინა)…არაფერი არ ხდება და აი პონტი რომ არ არის დაახლოებით ეგეთი შეგრძნება მაქვს…

მიუხედავად იმისა, რომ სწავლა დაიყო და რაღაც new opportunities…მაგრამ…

ხოდა აი ასე, თან ჩემ თავს ვწყევლი, როდესაც რაღაცეების წაკითხვა მეზარება (რაღაცეების არა, ნუ ვკითხულობ მაგრამ მეტი მინდა…:) )

ხოდა ასე…”დებილობაა”…

ამიხდინეთ ოცნებები…:)

ეს კიდე ის დებილი პოსტია, რომელიც ”დღიურებს” რომ წერენ გოგოები იქაც შეიძლება გადააწყდე :)

Revoke The Games ანუ ბოიკოტი 2014 წლის ოლიმპიადას

ალბათ ყველამ იცითთ, რომ მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ჩატარდება რუსეთის ერთ-ერთ კურორტზე სოჭაში.

ისიც ალბათ კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა რუსეთი საქართველოსთან ამ წლის აგვისტოში და კარგად გვახსოვს ომი, ნუ ვისი დაწყებული იყო და ა.შ. ეს სხვა საკითხია, მაგრამ რუსული აგრესია და ინტერვენცია რომ მიუღებელი და დაუშვებელი იყო ამაზე უმეტესობა ვთანმხდებით ალბათ.

Read more »

ვიქტორ შენდეროვიჩი – Перед тем как начать писать, некоторое время читал…ბიოგრაფია და ა.შ.

Виктор Шендерович – Противогаз может стать лицом эпохи.

Read more »

დამარცხება და გამარჯვება – ერლომ ახვლედიანი

ეს სტატია/წერილი, lib.ge-ზე ვიპოვე, რომელიც ეხება ქართულ აფხაზურ კონფლიქტს და ეროლმ ახვლედიანის მოსაზრებებს მის შესახებ, ცოტა გრძელია მაგრამ ნამდვილად ღირს წაკითხვა… Read more »

Не Стреляй

რუსული როკ-ჯგუფი ДДТ საქართველოში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო კონცერტს გამართავს
Follow

Get every new post delivered to your Inbox.